უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ბრიტანეთის მთავრობის მიერ 24 მარტს გამოქვეყნებულ სანქცირებულთა სიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გერი პოლინა კოვალიოვა მოხვდა. ამის შესახებ newsweek წერს.
გამოცემის ცნობით, პოლინა კოვალიოვა ფლობს 4 მილიონ ფუნტად შეფასებულ ქონებას ლონდონში. ჩანაწერების თანახმად, ის ცხოვრობს კენსინგტონის რაიონში, რომელიც ცნობილია თავისი პარკებით, ძვირადღირებული მაღაზიებითა და მუზეუმებით. დოკუმენტების მიხედვით, მან ქონება 2016 წელს, იპოთეკის გარეშე იყიდა.
newsweek-ის ინფორმაციით, ლავროვის გერს ბრიტანეთში აქტივები გაუყინეს და და ძვირადღირებული ქონებაც დაუყადაღეს.
პოლინა კოვალიოვა რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომში“ მუშაობდა. შემდეგ კი სამთომოპოვებით კომპანია Glencore-ში. გამოცემის ცნობით ის სერგეი ლავროვს თითქმის ყველა ვიზიტისას თან ახლდა.
ბრიტანეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქციების შესახებ განაცხადა.
ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, სანქციების სიას დაემატა 26 კომპანია და 33 კერძო პირი, რომლებსაც გაეყინებათ აქტივები და აეკრძალათ ქვეყანში შესვლა.
ასევე წაიკითხეთ
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის